LIVE

ოკუპაციის დაგმობა - "საქართველოს ბანკი" რუსებს და ბელარუსებს ანგარიშის გახსნის წინაპირობას უწესებს

04 მარ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1352
ოკუპაციის დაგმობა - "საქართველოს ბანკი" რუსებს და ბელარუსებს ანგარიშის გახსნის წინაპირობას უწესებს

„საქართველოს ბანკში“ ანგარიშის გახსნის მსურველ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოსა და უკრაინაში რუსული აგრესიის დაგმობა მოუწევთ.

გარდა ამისა, არის კიდევ 4 პირობა, რომელზე თანხმობაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მომსახურების მიღების მსურველმა. ეს პირობებია:

  • ვგმობ რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში;
  • ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც 2008 წელს საქართველოში და 2014-სა და 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა;
  • ვეთანხმები და მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა;
  • ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას და ხელს შევუშლი მის გავრცელებას;
  • ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს ჩემი ანგარიშის გაუქმებას.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საქართველოს ბანკში" განუცხადეს, უკვე იყო შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა უარი თქვეს დოკუმენტზე ხელი მოეწერათ და შესაბამისად, ბანკმა უარი უთხრა ანგარიშის გახსნაზე.