LIVE

ომიკრონით ორჯერ დაინფიცირება შესაძლებელია - კვლევა

23 თებ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1089
ომიკრონით ორჯერ დაინფიცირება შესაძლებელია - კვლევა

დანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იშვიათ შემთხვევებში ადამიანი შეიძლება Covid-19-ის ომიკრონ შტამით ორჯერ დაინფიცირდეს. 

დანიის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის განცხადებით, 1.8 მილიონი კოვიდ-დადებითი ტესტიდან აღებული ნიმუშების მიხედვით, 47 ადამიანი 20-დან 60 დღემდე ინტერვალით ომიკრონის BA.1. და BA.2. ქვევარიანტებით, ხოლო 20 პირი, სავარაუდოდ, ერთი და იმავე ვარიანტით დაინფიცირდა. 

მონაცემების მიხედვით, მათ, ვისაც ორივე ვარიანტი შეხვდათ, ძირითადად ახალგაზრდები და არავაქცინირებული იყვნენ და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

კვლევას სამეცნიერო შეფასება ჯერ არ გაუვლია. 

დანიაში, სადაც 5.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირების 2.6 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება. მათგან უმეტესობა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყანაში ომიკრონის BA.2 ვარიანტი დომინანტი გახდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში დანიამ გააუქმა ყველა კოვიდ-შეზღუდვა და გამოაცხადა, რომ Covid-19 საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორტენ ბატლერი