LIVE

ჯოკოვიჩს ურჩევნია თასებზე უარი თქვას, ვიდრე აიცრას

15 თებ 202210:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1593
ჯოკოვიჩს ურჩევნია თასებზე უარი თქვას, ვიდრე აიცრას

ჩოგბურთის ვარსკვლავი ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ურჩევნია გამოტოვოს ჩოგბურთის თასები, ვიდრე Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იძულებით გაიკეთოს. 

ექსკლუზიურად BBC-სთან საუბრისას მან თქვა, რომ ანტივაქსერულ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მხარს უჭერს ინდივიდუალური არჩევანის უფლებას.

სპორტსმენს ჰკითხეს, იყო თუ არა მზად, ვაქცინაციის გამო უარი ეთქვა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობაზე, როგორიცაა უიმბლდონი და საფრანგეთის ღია პირველობა.

"დიახ, ეს არის ფასი, რომლის გადახდისთვის მე მზად ვარ",- თქვა მან.

ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის. მას ბავშვობაში ჩატარებული აქვს ვაქცინაცია, მაგრამ მიიჩნევს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს რას შეიყვანს ორგანიზმში.

"რადგან ჩემს სხეულზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული ან სხვა რამ. ვცდილობ ვიყო ჩემს სხეულთან შეძლებისდაგვარად ჰარმონიაში."

ჩოგბურთელს იმედი აქვს, რომ გარკვეულ ტურნირებზე ვაქცინაციის მოთხოვნები შეიცვლება დ მას ასპარეზობა კიდევ დიდხანს შეეძლება.

ჩოგბურთის არავაქცინირებულ ვარსკვლავს გასულ კვირაში ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ავსტრალიის მთავრობამ მას ვიზა გაუუქმა და ქვეყანა დაატოვებინა. საფრანგეთის სპორტის მინისტრმა იმ დროისთვის განმარტა, რომ თუ ჩოგბურთელი არ აიცრებოდა, მას არც საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე მონაწილეობის უფლება ექნებოდა. 

საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული უახლესი კოვიდრეგულაციების მიხედვით, შესაძლოა, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე დაუშვან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ვაქცინირებული არ იქნება.