LIVE

ჯოკოვიჩი შესაძლოა, საფრანგეთის ღია პირველობაზე დაუშვან

25 იან 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1001
ჯოკოვიჩი შესაძლოა, საფრანგეთის ღია პირველობაზე დაუშვან
AP Photo

საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული უახლესი კოვიდრეგულაციების მიხედვით, შესაძლოა, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე დაუშვან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ვაქცინირებული არ იქნება. 

ჩოგბურთის არავაქცინირებულ ვარსკვლავს გასულ კვირაში ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ავსტრალიის მთავრობამ მას ვიზა გაუუქმა და ქვეყანა დაატოვებინა. საფრანგეთის სპორტის მინისტრმა იმ დროისთვის განმარტა, რომ თუ ჩოგბურთელი არ აიცრებოდა, მას არც საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე მონაწილეობის უფლება ექნებოდა.

თუმცა კანონით, რომელიც საფრანგეთში გუშინ ამოქმედდა, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენიდან ათავისუფლებს მათ, ვინც Covid-19 გასული 6 თვის განმავლობაში გადაიტანა. რამდენადაც ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დეკემბერში დაუდასტურდა, ის მაისსა და ივნისში საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლას შეძლებს. 

საკითხზე საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ადრე განაცხადეს, რომ კომენტარის გაკეთება ნაადრევია, რადგან კოვიდშეზღუდვები შეიძლება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მაისამდე შეიცვალოს. 

როლან გაროსი, რომელიც ოთხი დიდი სლემიდან ერთ-ერთია, მაისში იმართება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია