LIVE

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის სავიზო აპელაცია წააგო

16 იან 202211:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 928
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის სავიზო აპელაცია წააგო
Bloomberg

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ. ჩოგბურთის ვარსკვლავის ბოლო ბრძოლა ავსტრალიიდან დეპორტაციის წინააღმდეგ წარუმატებლად დასრულდა.

გადაწყვეტილების მიზეზად ჯოკოვიჩის მიერ ანტივაქსერული განწყობების გაძლიერება სახელდება. ავსტრალიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 34 წლის ჯოკოვიჩი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

ჯოკოვიჩის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა არაგონივრულად შეაფასა იყო თუ არა ჯოკოვიჩის დეპორტაცია საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი და არ წარადგინა არანაირი მტკიცებულება მის მიერ ანტივაქსერული სენტიმენტების გაძლიერების შესახებ.

ჯოკოვიჩს, რომელიც ვაქცინირებული არ არის, ვიზა 6 იანვარს ავსტრალიაში ჩასვლისთანავე გაუუქმდა ვაქცინის გამონაკლისთან დაკავშირებული კითხვების გამო. ორშაბათს მოსამართლემ მისი სადეპორტაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, ჩოგბურთელი მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ტიტულის დაცვას ვეღარ შეძლებს. მას პირველი მატჩი ორშაბათს უნდა ეთამაშა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბურგესი