
გასულ კვირას ჯეფ ბეზოსის ქონება $20 მილიარდით შემცირდა. Binance-ის დირექტორმა, ჩენგპენგ ჟაომ $17.7 მილიარდი დაკარგა, ხოლო მარკ ცუკერბერგის ქონება ახლა $10,4 მილიარდით ნაკლებია.
გასული კვირა მილიარდერებისთვის მტკივნეული იყო. ფასები დაეცა ყველაფერზე - ელექტრონული კომერციის პლატფორმებიდან და ონლაინ გემბლინგის აქციებიდან კრიპტოვალუტებამდე. ბაზრებს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ პანდემიის დასაწყისის შემდეგ, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას უკავშირდება.
კრიპტოვალუტის ფასები გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გახდა. ბიტკოინის ფასი 6-თვიან მინიმუმამდე დაეცა, მნიშვნელოვნად შემცირდა სხვა ციფრული აქტივების ღირებულებაც. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, კრიპტო ბირჟის Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჟაო, ახლა $75 მილიარდს ფლობს.
ილონ მასკის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება გასულ კვირას $25,1 მილიარდით, ანუ 9%-ზე მეტით შემცირდა.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა აიცილა ქონების მკვეთრი შემცირება. ფრანგი ფუფუნების მოდის მაგნატი, ბერნარ არნო, Bloomberg-ის ინდექსში ამჟამად ბეზოსის კუთვნილი მეორე ადგილის დაკავებას უახლოვდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი