LIVE

ბიტკოინის ფასი $34 042-მდე შემცირდა

22 იან 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2358
ბიტკოინის ფასი $34 042-მდე შემცირდა
Getty Images

ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს. უდიდესმა კრიპტოვალუტამ ნოემბრის რეკორდული ზრდის შემდეგ 50%-ზე მეტი დაკარგა და მისი ფასი დღეს $34 042-მდე დაეცა. შემცირდა სხვა ციფრული ვალუტების ღირებულებაც, მათ შორის Ethereum-ის ფასი 12%-ით შემცირდა. Coinbase-ის თანახმად, სოლანასა და კარდანოს ღირებულება სულ მცირე 17%-ით დაეცა.

ბიტკოინის ვარდნამ $600 მილიარდზე მეტი საბაზრო ღირებულება გაანადგურა, ხოლო კრიპტოვალუტის ბაზარმა $1 ტრილიონზე მეტი დაკარგა. 

ფედერალური სარეზერვო სისტემის მცდელობა, შეაჩეროს ინფლაცია, დარტყმას აყენებს კრიპტო ბაზარს.

Bloomberg-ის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება გამოაქვეყნოს პირველადი სამთავრობო სტრატეგია ციფრული აქტივებისთვის მომდევნო თვეში და სთხოვს ფედერალურ სააგენტოებს, შეაფასონ ციფრული ვალუტებით წარმოქმნილი რისკები და შესაძლებლობები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი