
გასულ კვირაში ჯეფ ბეზოსმა 20 $მილიარდი დაკარგა, ხოლო მარკ ცუკერბერგის ქონება $10,4 მილიარდით შემცირდა.
მილიარდერებისთვის ეს მტკივნეული კვირა იყო, რადგან ყველაფერი დაეცა- ელექტრონული კომერცია, კრიპტოვალუტები, ონლაინ თამაშები. ბაზრები ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის დაწყების შემდეგ, რადგან შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის გავლენა ეკონომიკაზე გადავიდა.
კრიპტოვალუტის ფასები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო - ბიტკოინი ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა და სხვა ციფრული აქტივების ფასიც შემცირდა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება $25,1 მილიარდით - ანუ 9%-ზე მეტით შემცირდა.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანიდან მხოლოდ ერთი გადაურჩა ფულის დაკარგვას: მოდის ფრანგი მაგნატი, ბერნარ არნო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი