LIVE

კოსოვომ კრიპტო მაინინგი აკრძალა

18 იან 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1212
კოსოვომ კრიპტო მაინინგი აკრძალა
Bloomberg

ენერგიის ფასების ზრდამ და ელექტროენერგიის გათიშვამ კოსოვოში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ბიტკოინის მაინინგზე მთავრობის აკრძალვა გამოიწვია. ახლა, ზოგიერთი მაინერი აღჭურვილობას ყიდის და სხვაგან გადასვლას ცდილობს.

კოსოვო უკანასკნელია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ენერგიის მაღალი ფასების გამო კრიპტო მაინინგი აკრძალეს. ყაზახეთმა, რომელიც პოპულარული ბაზა გახდა ჩინეთიდან გაქცეული მაინერებისთვის, გასულ წელს იგივე ზომები მიიღო.

Gazetta Express-ის ცნობით, კოსოვომ კრიპტო მაინერებს 429 მოწყობილობა ჩამოართვა. ნაბიჯი ელექტროენერგიის გამორთვას მოჰყვა, რაც იმპორტის მაღალ ფასს და ერთი თვით ადრე ელექტროსადგურის მოულოდნელ გათიშვას უკავშირდება.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის გენერირებას სპეციალური კომპიუტერი სჭირდება, რომელიც რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობს. მაინერებისთვის ყველაზე დიდი საოპერაციო ხარჯი კი ელექტროენერგიაა.

კოსოვოს მიტროვიცას ჩრდილოეთ რეგიონი, კრიპტო მაინინგის პოპულარული ცენტრი გახდა. ის ქვეყნის სერბებით დასახლებული ოთხი ნაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადისგან ათავისუფლებს.

არდიან ალაიმ, კოსოვოს კრიპტო ბირჟის თანამფლობელმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ აკრძალვის შემდგომ აღჭურვილობის გაყიდვის შემთხვევების შესახებ სმენია. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მაინერები მეზობელ ქვეყნებში გადადიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენ ბრატანიკი