დღეიდან თურქეთთან მედიკამენტების ბაზარი გაიხსნა. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი წამლებს გააიაფებს.
„საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.