LIVE

ჩინეთი ნულოვანი Covid პოლიტიკის გამო მძიმე ეკონომიკური ზიანის წინაშეა

16 იან 202214:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 533
ჩინეთი ნულოვანი Covid პოლიტიკის გამო მძიმე ეკონომიკური ზიანის წინაშეა
Bloomberg

2021 წელს ჩინეთმა Covid-ის გავრცელების აღმოფხვრა მოახერხა და სამეზობლოში 8%-იანი ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საზღვრები მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი ჰქონდა, უცხოური კაპიტალი და ინვესტიციები შესვლას, ხოლო ექსპორტი გადინებას  განაგრძობდა.

თუმცა, როგორც Goldman Sachs-მა 5 იანვრის ანგარიშში აღნიშნა პეკინის ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის ეკონომიკური ხარჯები, როგორც ჩანს, იზრდება. პარალელურად, ყოველი ახალი ვარიანტი უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა.

ომიკრონი განსხვავებული სიმძიმის საფრთხეა იმ მოსახლეობისათვისაც კი, რომლის 87% ვაქცინირებულია, რადგან ჩინური ვაქცინა მის წინააღმდეგ სათანადო დაცვას ვერ იძლევა. მოსალოდნელია მეტი ჩაკეტვები მთლიანი ქალაქების მასშტაბით, როგორც ეს შიანში მოხდა, სადაც 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მასშტაბური ჩაკეტვები ზემოქმედებას იქონიებს ადგილობრივ ბიზნესზე და შესაძლოა დაარღვიოს მიწოდების ჯაჭვებიც. ამასთან, დააფრთხობს მომხმარებლებსაც. სამრეწველო წარმოება და საცალო ვაჭრობა, რომლებიც წლის ბოლოსკენ უკვე შენელდა, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, თუ ქვეყანაში ეროვნული ლოკდაუნი დაწესდება, წლიური ზრდა შესაძლოა 1,5%-მდე დაეცეს, რაც ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ზრდა იქნება 1976 წლის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტინა ლინბლანდი