LIVE

უკრაინის სამინისტროების ვებ-გვერდებზე სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა

14 იან 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1298
უკრაინის სამინისტროების ვებ-გვერდებზე სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა

დღეს უკრაინის რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდი გაითიშა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი კიბერშეტევაა.

კიბერთავდასხმა განხორციელდა მათ შორის საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების ვებ-გვერდებზე. ზოგიერთ მათგანზე განთავსდა შეტყობინებები რუსულ, პოლონურ და უკრაინულ ენებზე.

“უკრაინელებო! თქვენი ყველა პერსონალური მონაცემი ატვირთულია საჯარო ქსელში. თქვენს კომპიუტერში არსებული ყველა მონაცემი იშლება და არ აღდგება. შენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეს და მოელოდე ყველაზე უარესს”,- ნათქვამია შეტყობინებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა Twitter-ზე განაცხადა, რომ ვებგვერდები გათიშულია მასიური დაჰაკვის შემდეგ და ხელისუფლება სერვისების აღდგენაზე მუშაობს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მიმდინარე კვირაში აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და რუსეთს შორის გამართულმა შეხვედრებმა ვერ მიაღწიეს გარღვევას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ვლადიმერ კუზნეცოვი და დარინა კრასნოლუცკა