LIVE

ყაზახეთის მოვლენებმა ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე $3 მილიარდით აზარალა

12 იან 202211:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1458
ყაზახეთის მოვლენებმა ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე $3 მილიარდით აზარალა
Ruslan Pryanikov/AFP/Getty Images

ყაზახეთში არეულობის დროს ინტერნეტის გათიშვამ და ბანკების დახურვამ ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ს და მის უკან მდგომი მილიარდერებს ძლიერი დარტყმა მიაყენა.  

კომპანიის უმსხვილესმა აქციონერებმა, ვიაჩესლავ კიმმა და მიხეილ ლომთაძემ წელს თითქმის $3 მილიარდი დაკარგეს, რადგან ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი 5 იანვარს ქაოსის ფონზე რეკორდულად, 31%-ით დაეცა. 

გადაუდებელი ზომების ფარგლებში, ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა 6 იანვარს შეაჩერა ყველა საბანკო ოპერაცია. ინტერნეტზე წვდომა მთელი ქვეყნის მასშტაბით არასტაბილური იყო. 

Kaspi ყაზახეთში გადახდის ყველაზე დიდ სისტემას წარმოადგენს და მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. სუპერაპს, რომელიც მათ ელექტრონული საბანკო ტრანზაქციების გარდა, საშუალებას აძლევს შეიძინონ საქონელი და სამოგზაურო მომსახურება.

ყაირათ სათიბალდიული, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი Kaspi-ის 30%-ს ფლობდა 2018 წლამდე, იქამდე, სანამ თავის წილს კიმს მიყიდდა. 81 წლის ნაზარბაევმა საკვანძო უფლებამოსილება ქვეყანაში მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც 2019 წელს პრეზიდენტობა თოყაევს გადასცა.

კიმი და ლომთაძე ამჟამად კომპანიის 24% და 23%-იან წილს ფლობენ. 

წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება, Forbes-ის სიაში კი $4.1 მილიარდით 956-ე ადგილს იკავებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს საზონოვი