
„საქსტატის“ 2021 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით საქართველოში კერძო და საჯარო სექტორში 1 მილიონ 281 ათასი ადამიანია დასაქმებული.
ვინაიდან საქსტატი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ რამდენ ადამიანს ასაქმებს ესა თუ ის კომპანია, ჩამონათვალი არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით, თუმცა ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების TOP-25 ასე გამოიყურება:
- სს RMG Copper („მადნეულის“ სამთომოპოვებითი საწარმო)
- სს გეფა (GPC-ს და ფარმადეპო-ს სააფთიაქო ქსელები)
- სს ევექსის კლინიკები
- სს ევექსის ჰოსპიტლები
- სს ენერგო - პრო ჯორჯია
- სს თიბისი ბანკი
- სს კრედო ბანკი
- სს ლიბერთი ბანკი
- სს ნიკორა ტრეიდრი
- სს საქართველოს ბანკი
- სს საქართველოს რკინიგზა
- სს ფუდმარტი (მაღაზიები: იოლი, ფუდმარტი; Spar-ის ფრანჩაიზის მფლობელი)
- შპს ავერსი-ფარმა
- შპს აჭარა ტექსტილე
- შპს ევოლუშენ ჯორჯია
- შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
- შპს თბილსერვის ჯგუფი
- შპს მეიჯერელ საქართველო
- შპს ორი ნაბიჯი
- შპს პსპ ფარმა
- შპს რითეილ ჯგუფი (Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Pull & Bear, Stradivarius, Marks & Spenser, Oysho, Aldo და სხვა ბრენდების მაღაზიები)
- შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
- შპს სოკარ ჯორჯია გაზი
- შპს ჯეო ჰოსპიტალს
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
„საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის მე-3 კვარტალში კერძო სექტორის მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ 678 ათასს მიაღწია. უმუშევარობის დონე 19.5%-ს შეადგენს (310 ათასი კაცი).