LIVE

პუტინი: არ დავუშვებთ ე.წ. ფერადი რევოლუციების სცენარების გათამაშებას

10 იან 202215:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1299
პუტინი: არ დავუშვებთ ე.წ. ფერადი რევოლუციების სცენარების გათამაშებას
Alexei Nikolsky/Sputnik/Kremlin Pool/AP Photo

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოკავშირეებს პირობას აძლევს, რომ დაიცავს მათ "გარე მცდელობებისგან", რომლებიც საპროტესტო აქციების გზით, მთავრობების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. 

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას შემოიჭრას ჩვენს სახლებში და არ დავუშვებთ ე.წ. ფერადი რევოლუციების სცენარების გათამაშებას“, - განაცხადა პუტინმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" CSTO-ს ლიდერებთან შეხვედრაზე. გაერთიანება ექვს ქვეყანას: აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და რუსეთს აერთიანებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ყაზახეთის მოვლენები არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი მცდელობა, ჩაერიონ ჩვენი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში," - თქვა პუტინმა და განაცხადა, რომ ყაზახეთში განვითარებული მოვლენები ორგანიზაციის ყველა წევრს ეხება. მისივე მტკიცებით, ყაზახი მომიტინგეების ნაწილი ქვეყნის გარეთ იყო გაწვრთნილი და არეულობის დროს „მაიდანის ტექნოლოგიები“ გამოიყენებოდა. 

CSTO-ს დრამატულმა ინტერვენციამ ხელი შეუწყო ყაზახეთის პრეზიდენტს, ჩაეხშო აჯანყება, რომელიც საწვავის ფასის გაზრდის გამო დაიწყო. თოყაევმა მოვლენებს "გადატრიალების მცდელობა" უწოდა.

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ტერორისტული საფრთხის ცენტრები განეიტრალდა და ქალაქებში ყველა ადმინისტრაციული ობიექტი გათავისუფლებულია.

არეულობის შემდეგ თოყაევმა გაათავისუფლა რამდენიმე მაღალჩინოსანი. ქვეყანაში არეულობას 164 ადამიანი ემსხვერპლა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ტანასი