LIVE

ყაზახეთში არეულობას 164 ადამიანი ემსხვერპლა

10 იან 202212:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
ყაზახეთში არეულობას 164 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters

სულ მცირე 164 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 5800 დააკავეს ყაზახეთში გასულ კვირას არეულობის შედეგად. გარდაცვლილთა შორის 4 წლის ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო არხი Khabar-24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გაურკვეველია, გარდაცვლილთა რიცხვი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას მოიცავს თუ მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების დაღუპული თანამშრომლებიც შედიან. ყაზახეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიციის ან ეროვნული გვარდიის 16 წევრი დაიღუპა.

სამინისტროს განცხადებით, გარდაცვალების 103 შემთხვევა დაფიქსირდა ალმათიში, ხოლო ყაზახეთის ბავშვთა უფლებების დამცველის თქმით, დაღუპულთაგან სამი არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 4 წლის გოგონა.

ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაზიანებების გამო, მკურნალობა 2200-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომ დაახლოებით 1,300 უსაფრთხოების ოფიცერი დაშავდა.

პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფისის განაცხადებით, ქვეყანაში წესრიგი აღდგა და მთავრობამ აღადგინა კონტროლი ყველა შენობაზე, რომელიც დემონსტრანტებმა დაიპყრეს. ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ტერორისტული საფრთხის ცენტრები განეიტრალდა და ქალაქებში ყველა ადმინისტრაციული ობიექტი გათავისუფლებულია. თუმცა აგრძელებენ იმ ადგილების შემოწმებას, სადაც შესაძლოა, შეიარაღებული პირები და მასობრივი არეულობის ორგანიზატორები იმალებოდნენ.

ყასიმ-ჟომართ თოყაევის განაცხადებით, ყაზახეთმა გადაიტანა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც კოორდინირებული იყო "ერთი ცენტრის" მიერ.

საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში დემონსტრაციები 2 იანვარს დაიწყო და მთელი ქვეყანა მოიცვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია