LIVE

ყაზახეთში აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს

05 იან 202216:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 968
ყაზახეთში აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს
REUTERS

თხევადი გაზის ფასის ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები ყაზახეთში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში პრეზიდენტი სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებს. 

პოლიცია და ჯარი დემონსტრანტების წინააღმდეგ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხელკეტებს იყენებს, თუმცა მომიტინგეების შეჩერება ვერ ხერხდება.

მასობრივი საპროტესტო აქციებისა და სამართალდამცავებთან შეტაკების დროს სადენიანი ინტერნეტი სრულად გაითიშა. ადგილობრივმა ოპერატორმა Kazakhtelecom-მა მთელი ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით გათიშა და მობილური კომუნიკაციები შეფერხებით მუშაობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ფონდის კუთვნილმა ტელეარხმა KTK-მ მაუწყებლობა შეაჩერა.

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. რუსულ მხარეს მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.