LIVE

სასამართლომ პეტრო პოროშენკოს აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო

07 იან 202212:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
სასამართლომ პეტრო პოროშენკოს აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
AP Photo/Efrem Lukatsky

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

პოროშენკოს ბრალად ედება ნახშირის შესყიდვა აღმოსავლეთ უკრაინის კომპანიებისგან, რომლებსაც კიევთან ომში მყოფი პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ის დაეხმარა აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს კიევისთვის ნახშირის მიყიდვაში 2014 და 2015 წლებში დაახლოებით 48 მილიონ ევროდ.

პროკურატურის განცხადების თანახმად, “სასამართლომ ეჭვმიტანილის აქტივების დაყადაღება” გადაწყვიტა, მათ შორის უძრავი ქონებისა და კომპანიებში არსებული წილების.

ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო “ღალატი” და ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკურ ანგარიშწორებაში დაადანაშაულა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პოროშენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ “კიევში დაბრუნდება არა საკუთარი თავის, არამედ უკრაინის დასაცავად არაკომპეტენტური მთავრობისგან”.

გასულ თვეში ყოფილი ლიდერი, რომელიც ამჟამად უკრაინის რადას დეპუტატია, გამოძიებასთან დაკავშირებით დაკითხვაზე არ გამოცხადდა.