LIVE

თურქეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ამოქმედებას გეგმავს

31 დეკ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 927
თურქეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ამოქმედებას გეგმავს
AA Photo

თურქეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ამოქმედებისთვის ემზადება. პარლამენტმა ახალი კანონის განსახილველად ბაზრის დაინტერესებულ მხარეებსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მათ შორის იყვნენ ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თურქეთის საბანკო ზედამხედველობის ორგანო, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტო (BDDK), თურქეთის ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭო (MASAK), შემოსავლების ორგანო და ცენტრალური ბანკი.

შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბრისას მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ, მუსტაფა ელიტაშმა განაცხადა, რომ “მონაწილეების საერთო აზრით, კანონი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული”. ელიტაშმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე სისტემისთვის ბარიერების მოხსნის საკითხი განიხილეს. 

თურქეთის კრიპტოვალუტის ბაზრის ზომა $2 მილიარდიდან $3 მილიარდამდე მერყეობს და ბაზარზე 5-დან 14 მილიონამდე მოთამაშე და ინვესტორია.

“შეიძლება იყოს მანიპულაციები, მაგრამ კანონიერი რეგულირება აშკარად აუცილებელია მათი თავიდან ასაცილებლად”,- განაცხადა ელიტაშმა.

ელიტაშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი არა დეტალური, არამედ ზოგადი რეგულაცია იქნება.