LIVE

ლირა დოლართან მიმართებით ისევ უფასურდება

27 დეკ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1692
ლირა დოლართან მიმართებით ისევ უფასურდება
Bloomberg

თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისევ უფასურდება. გასული კვირის უპრეცედენტო გამყარების ფონზე, რაც დეპოზიტების მფლობელების დასაცავად მიღებულ ზომებს მოჰყვა, ვალუტა გაწონასწორებას ცდილობს.

ზრდის სერიის შემდეგ, სტამბოლში დილის 10:13 საათისთვის 1 დოლარი 11.3366 ლირად ივაჭრებოდა, რაც 5.3%-იანი გაუფასურებაა.

გასულ კვირას გამოცხადებული მექანიზმის მიხედვით, თუ ლირას კლება მყარ ვალუტასთან მიმართებაში საბანკო საპროცენტო განაკვეთებს გადააჭარბებს, მთავრობა დეპოზიტების მფლობელებისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯმა გასულ კვირას ლირას გამყარება გამოიწვია, კითხვის ნიშნები რჩება პოლიტიკის შესაძლო ზემოქმედების შესახებ ბიუჯეტსა და ინფლაციაზე.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს ინტერვიუში განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი არ დააჩქარებს გაცვლითი კურსის სტაბილიზაციის პროცესს. მან ასევე დასძინა, რომ გაცვლითი კურსი ეტაპობრივად დაბრუნდება იქ, საიდანაც სვლა დაიწყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბუჰრან იუქშექაში