LIVE

ცუკერბერგი Meta-ს აქციებს წლის თითქმის ყველა სამუშაო დღეს ყიდდა

23 დეკ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 903
ცუკერბერგი Meta-ს აქციებს წლის თითქმის ყველა სამუშაო დღეს ყიდდა
Bloomberg

მარკ ცუკერბერგი მიმდინარე წლის თითქმის ყველა სამუშაო დღეს ყიდდა Meta-ს აქციებს. Google-ის დამფუძნებლებმა წილების გაყიდვა მაისში დაიწყეს, რაც ასევე ის დროა, როცა Airbnb-ის სამი თანადამფუძნებლიდან ორმა აქციების დივერსიფიკაცია დაიწყო.

ეს ტრანზაქციები უმდიდრესი ამერიკელების მიერ გაყიდვების ტალღის ნაწილია. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მდიდარმა ამერიკელებმა დეკემბრის დასაწყისისთვის $42.9 მილიარდის აქციები გაყიდეს, ანუ ორმაგი რაოდენობა ვიდრე 2020 წელს მთლიანად.

სუპერმდიდრები, როგორც წესი, ხშირად ინარჩუნებენ წილებს იმ კომპანიებში, სადაც ქონება მოიპოვეს, რადგან მოგების რეალიზება დაბეგვრასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ახლა ბევრმა მდიდარმა ამერიკელმა გადაწყვიტა აქციების მოშორება, რადგან მათი ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, ხოლო 2022 წელს სავარაუდოდ მდიდრებისთვის გადასახადები გაიზრდება.

ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, მიმდინარე წელს Tesla-ს $12.7 მილიარდის აქცია გაყიდა. გაყიდვების სერია მასკმა მას შემდეგ დაიწყო, რაც Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა კომპანიის 10%-იანი წილის შესახებ და დადებითი პასუხი მიიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენ სტივერმენი და სკოტ კარპენტერი