LIVE

Startup World Cup-ის რეგიონული გამარჯვებული ქართული სტარტაპია

23 ივნ 202616:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 69
Startup World Cup-ის რეგიონული გამარჯვებული ქართული სტარტაპია
ქართული სტარტაპი, Widgera სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული გამარჯვებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში მისი დამფუძნებლები სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან, რათა უკვე გლობალურ ფინალზე წარადგინონ საქართველო და რეგიონი.
 
Startup World Cup 2026-ზე, ქართული სტარტაპი მსოფლიოს წამყვან სტარტაპებს გაუწევს კონკურენციას იმისთვის, რომ მთავარი ჯილდო - $1 000 000-ის საინვესტიციო პრიზი მოიპოვოს. 
 
Widgera ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს ეხმარება მომხმარებლებთან კომუნიკაციის ავტომატიზაციასა და გაუმჯობესებაში, AI აგენტის დანერგვის გზით.
 
"ეს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი მიღწევაა. Widgera იმ ხედვით დავიწყეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ინსტრუმენტი კი არ არის, არამედ კოლაბორატორი, რომელიც ადამიანებთან ერთად მუშაობს ღირებულების ახალი დონის შექმნაზე. დღეს, ამ ხედვამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია," ამბობენ დამფუძნებლები.