
ილონ მასკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ Tesla-ში წილის 10%-იანი შემცირებისთვის საკმარისი აქციები უკვე გაყიდა.
"მე გავყიდე აქციები, რამაც ჩემ მიერ გაყიდულ აქციების ჯამი დაახლოებით 10%-მდე უნდა გაზარდოს",- განუცხადა მასკმა სატირულ ვებსაიტს Babylon Bee-ს.
მასკი ელექტრომობილების მწარმოებლის აქციებს Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ყიდის. ნაბიჯი არის ნაღდი ფულის გენერირების გეგმის ნაწილი, რათა დაიფაროს გადასახადები, რომელიც $10 მილიარდზე მეტი იქნება.
უახლესი მარეგულირებელი დოკუმენტები აჩვენებს, რომ მან საერთო ჯამში 13,5 მილიონ აქციამდე დაახლოებით $14,1 მილიარდად გაყიდა.
Tesla-ს აქციების ფასი 4 ნოემბრის პიკის შემდეგ, დაახლოებით მეოთხედით შემცირდა. აქციები 2,4%-ით გაიზარდა პრემარკეტულ ვაჭრობაში მას შემდეგ, რაც სამშაბათს ნიუ-იორკში $938,53-ით დახურა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: უილ დევისი და ელიზაბეტ ბერმანი