LIVE

პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

17 დეკ 202116:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 711
პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 78 ხმით დაამტკიცა.  

ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6%-ით და 65 მლრდ ლარს შეადგენს. დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 643 მლნ. ლარით, მიმდინარე ხარჯები - 14.8 მლრდ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა, 19 362,6 მლნ ლარით განისაზღვრა. 

2022 წლის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს.

მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც.