LIVE

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამაში ცვლილება შევიდა

01 დეკ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამაში ცვლილება შევიდა

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება.

ცვლილების თანახმად, პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ასევე საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ები)ი/აყვანილი შვილ(ები)ი.

შეგახსენებთ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.