LIVE

ახალი შტამის გამო ევროპაში მოგზაურებს განსაკუთრებით მკაცრად ამოწმებენ

27 ნოე 202121:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015
ახალი შტამის გამო ევროპაში მოგზაურებს განსაკუთრებით მკაცრად ამოწმებენ
Liesa Johannssen-Koppitz/Bloomberg

ევროპაში Covid-19-ის Omicron შტამისთვის ემზადებიან. ქვეყნები ფართოდ გავრცელებული სამგზავრო აკრძალვების დაწესების თავიდან არიდებას ცდილობენ.

ნიდერლანდებში 61 ადამიანმა - დაახლოებით 10-დან ერთმა - PCR ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენა, იტყობინება ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანო GGD Kennemerland. ახლა ხელისუფლება ელოდება, დადასტურდება თუ არა ახალი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევები. ინფიცირებული მოგზაურები  ერთი კვირით კარანტინში გადაინაცვლებენ.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა პარასკევს დაადასტურა ახალი ვარიანტის ერთი შემთხვევა არავაქცინირებულ ადამიანში, რომელიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა. ჩეხეთში ნამიბიის რეისზე მყოფი მოგზაური, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტით ინფიცირებული ჩავიდა, იტყობინება CTK. გერმანიაში კი ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი ფრანკფურტში სამხრეთ აფრიკიდან ჩასულმა მოგზაურმა შეიტანა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Omicron-ის შტამი “შეშფოთების ვარიანტად” დაასახელა. მეცნიერები ამბობენ, რომ ვარიანტი ატარებს მუტაციების დიდ რაოდენობას ცილაში, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ორგანიზმში შეღწევაში. ევროპის, აშშ-სა და აფრიკის ლაბორატორიები ემზადებიან კვლევებისთვის, რათა დაინახონ, როგორ მოიქცევა ახალი ვარიანტი ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ ადამიანებში. 

შეშფოთება იმის შესახებ, რომ ახალი შტამი შეიძლება განსაკუთრებით გადამდები იყოს, გამოიწვია კონგ კონგში დაფიქსირებულმა შემთხვევამ - კარანტინში მყოფი ადამიანი შესაძლოა სასტუმროს დერეფანში სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირებულიყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კარინ მატუსეკი, ჯონ მარტენსი და ფრედ პალსი