ავსტრიელთა უმრავლესობა მთავრობის ინიციატივას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მხარს უჭერს. გამოკითხვა Unique Research Institute-მა ჟურნალ Profil-ისთვის ჩაატარა.
გამოკითხულთა 60%-მა მთავრობის ბოლო ნაბიჯს “აბსოლუტურად სწორი” ან “საკმაოდ სწორი” უწოდა. 36% მსგავს პოლიტიკას აბსოლუტურად ან უფრო არასწორად თვლიდა. პოლიტიკის პირველადი წინადადებების თანახმად, ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ვაქცინაცია, თებერვლიდან შესაძლოა ათასობით ევროთი დაჯარიმდნენ.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა მთავრობის გეგმა საკმარისი იმისათვის, რომ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ვაქცინაციაში დაარწმუნოს.
ავსტრია იყო პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც სავალდებულო ვაქცინაცია გამოაცხადა და დაუბრუნდა სრულ ეროვნულ ლოქდაუნს მიმდინარე კვირიდან.
კვლევის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი იყო 60 წელზე უფროსი ასაკის რესპონდენტებში და სუსტი - 30 წლამდე ასაკის ადამიანებში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტონ ედერი