საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1129 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1153 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4927 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4935 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.