LIVE

Red Bull-ის მფლობელი $765 მილიონის დივიდენდს მიიღებს

27 ნოე 202122:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015
Red Bull-ის მფლობელი $765 მილიონის დივიდენდს მიიღებს

ავსტრიელი მილიარდერი დიტრიხ მატეშიცი Red Bull-ის იმპერიისგან $762 მილიონის ანაზღაურებას მიიღებს. პანდემიის პირობებშიც კი, ენერგეტიკული სასმელების კომპანია განუწყვეტლივ იზრდება.

Red Bull-მა 2020 წელს წმინდა შემოსავლის სახით 6.3 მილიარდი ევრო მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია.

კომპანიის გაყიდვები 12%-ზე მეტით გაიზარდა აშშ-ში და 3.4%-ით ევროპაში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში შემოსავლები შედარებით შემცირდა. კომპანიამ ასევე დაზოგა მარკეტინგული ხარჯები, რადგან პანდემიამ მის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი სპორტული ღონისძიება შეზღუდა.

Red Bull-მა წმინდა მოგების სახით 1.18 მილიარდი ევრო მიიღო, რაც 29%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

კომპანია მოგების ნახევარს, პლუს ნახევარ მილიარდ ევროს მატეშიცს და მის თანააქციონერს, იოვიდიას ოჯახს უხდის, რომელიც კომპანიის 51%-ს აკონტროლებს.

მატეშიცი, რომელიც Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით $15.1 მილიარდს ფლობს, დივიდენდის სახით დამატებით კიდევ 165 მილიონ ევროს მიიღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბორის გროენდალი