LIVE

Collins-ი წლის სიტყვად NFT-ს ასახელებს

24 ნოე 202119:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 807
Collins-ი წლის სიტყვად NFT-ს ასახელებს
Bloomberg

Collins Dictionary-მ NFT(non-fungible tokens) 2021 წლის სიტყვად გამოაცხადა. ეგრეთ წოდებული "შეუცვლელი სიმბოლოები", იგივე NFT, ტექნოლოგიების, ფულისა და ხელოვნების სამყაროების შერწყმას გულისხმობს, რაც ლექსიკონმა ამ ფორმით აღნიშნა. უფრო მარტივად, NFT უნიკალური ციფრული აქტივია, რომლის ორიგინალურობა და მასზე საკუთრების უფლება, ბლოკჩეინზეა დადასტურებული. 

NFT-მა პოპულარობა წელს კოლექციონერების, სპეკულანტებისა და ცნობილი ადამიანების მხარდაჭერის დახმარებით მოიპოვა. Collins-ი NFT-ს განსაზღვრავს, როგორც „უნიკალურ ციფრულ სერტიფიკატს, რომელიც დარეგისტრირებულია ბლოკჩეინში და გამოიყენება ისეთი აქტივის საკუთრების განსასაზღვრად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუში ან საკოლექციო ნივთი“. NFT-ის მეშვეობით, ზოგიერთი ასეთი ციფრული ნამუშევარი ახლა მილიონობით დოლარად იყიდება.

Collins-ის სიტყვების მოკლე სიაში NFT-ისთან ერთად მოხვდა მეტავერსიც. ლექსიკონი სიტყვას განსაზღვრავს, როგორც „ინტერნეტის შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც სამგანზომილებიან ვირტუალურ გარემოს მოიცავს“. Collins-ის სიტყვების სიაში მოხვდა კრიპტოც. მას ხშირად კრიპტოვალუტის შემოკლებულ ფორმად იყენებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი