LIVE

Facebook-ის ახალი სახელი ცნობილია

28 ოქტ 202122:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 4918
Facebook-ის ახალი სახელი ცნობილია

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ახლახან დაადასტურა, რომ კომპანია სახელს იცვლის. მისი ახალი სახელი Meta იქნება. 

ახალი სახელწოდება პროექტ "მეტავერსს" უკავშირდება. "მეტავერსი" არის იდეა, სადაც მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. კომპანიის Oculus ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და სერვისი ამ ხედვის რეალიზაციის ინსტრუმენტული ნაწილია.

სიახლე გავლენას არ მოახდენს კომპანიის პოპულარული აპლიკაციების სახელწოდებებზე. Facebook-ი, Instagram-ი, Whatsapp-ი იმავე სახელებით ახალი ბრენდის ქვეშ მოექცევა. 

ცუკერბერგის განცხადებით, მონაცემების გამოყენებისა და გაზიარების წესი, ასევე, კორპორაციული სტრუქტურა უცვლელი რჩება. 

მან პირობა დადო, რომ "მეტავერსს" ექნება კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი. კომპანია მშობლებს შვილების მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს. 

კომპანიის განცხადებით, მისი აქციები ვაჭრობაში 1 დეკემბრიდან შევა და MVRS დასახელებით გამოჩნდება. 

კომპანიის რებრენდინგი მიმდინარეობს მაშინ, როცა მას კანონმდებლები და მარეგულირებლები ძალაუფლების და ალგორითმული გადაწყვეტილებების ბოროტად გამოყენების გამო ედავებიან. მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა ათასობით დოკუმენტი გაუზიარა მარეგულირებლებს და Wall Street Journal-ს. დოკუმენტები ასახავს Facebook-ის ბრძოლას შინაარსის მოდერაციასთან და სავარაუდო მავნე ზემოქმედებას Instagram-ზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნაომი ნიქსი და კურტ ვაგნერი