LIVE

Shiba Inu-ს კრიპტოვალუტა ისევ რეკორდს აღწევს

27 ოქტ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1387
Shiba Inu-ს კრიპტოვალუტა ისევ რეკორდს აღწევს

Robinhood-ის პლატფორმაზე Shiba Inu-ს დამატების შესახებ შექმნილი ხმაური კრიპტოვალუტის რეკორდულ მაჩვენებლამდე კიდევ ერთხელ ზრდას უწყობს ხელს.

მონეტა ბოლო 24 საათის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. ამჟამად ის მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტაა, რომლის საბაზრო ღირებულება $24 მილიარდს აღწევს.

Change.org-ზე პეტიციას, რომლითაც Robinhood-ს სთხოვენ, Shiba Inu-ს "მიმ კრიპტოვალუტა" პლატფორმაზე განათავსოს, ახლა 326 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

Robinhood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლად ტენევმა განაცხადა, რომ ის "ფრთხილად" განიხილავს ახალი მონეტების დამატების საკითხს.

კრიპტოვალუტები Robinhood-ის ზრდისთვის ბოლო დროს უფრო კრიტიკული გახდა. გასულ თვეში, კომპანიამ განაცხადა, რომ კრიპტო საფულეების შეთავაზებას აპირებდა, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს გაცვალონ ციფრული ვალუტები. Robinhood-მა ადრე განაცხადა, რომ ამ პროდუქტის მომლოდინეთა სიამ 1 მილიონს გადააჭარბა. 

Shiba Inu-ს ფასი გასული და მიმდინარე კვირის განმავლობაში არასტაბილური იყო. კრიპტოვალუტა კვირის დასაწყისში მას შემდეგ დაეცა, რაც ელონ მასკმა განაცხადა, რომ მონეტას არ ფლობს. მასკის თქმით, ის მხოლოდ ბიტკოინის, ეთერიუმის და Dogecoin-ის მფლობელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი