LIVE

მასკმა Shiba Inu-ს რეკორდი უკან დახია

25 ოქტ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1236
მასკმა Shiba Inu-ს რეკორდი უკან დახია

ილონ მასკი Shiba Inu-ს უმსხვილესი კრიპტოვალუტების რიგებში მოხვედრაში დაეხმარა. ახლა, როცა მასკი აცხადებს, რომ Shiba Inu-ს არ ფლობს, კრიპტოვალუტის ღირებულება ისევ იკლებს.

მასკმა, რომელიც არაერთხელ გამოეხმაურა Dogecoin-ს სოციალურ მედიაში და ხშირად აკეთებდა კომენტარს კრიპტოვალუტებზე, Shiba Inu-ს შესახებ Twitter-ის მომხმარებლის კითხვას უპასუხა. კითხვას თუ რამდენ Shiba Inu-ს მონეტას ფლობს ის, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უპასუხა, რომ არცერთს. მასკმა დასძინა, რომ მხოლოდ ბიტკოინი, ეთერიუმი და Dogecoin-ი შეიძინა.

ორშაბათს, დილის 9:30 საათისთვის, მონეტა, რომელიც SHIB სახელით არის ცნობილი, 15%-ით დაეცა. იაპონური მონადირე ძაღლების ჯიშის ირგვლივ შექმნილი კრიპტოვალუტა ბოლო 30 დღის განმავლობაში 400%-ზე მეტით გაიზარდა და საბაზრო ღირებულებით კრიპტოვალუტებში მე-11 ადგილს იკავებს.

ბაზრის ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ ხშირად მცირე მიზეზია საჭირო მონეტის ფასის ცვლილებისთვის. კრიპტოვალუტას, შესაძლოა, იმპულსის შენარჩუნება გაუჭირდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი