LIVE

Shiba Inu-ს ციფრული ვალუტა მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტა გახდა

24 ოქტ 202118:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1792
Shiba Inu-ს ციფრული ვალუტა მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტა გახდა
Bloomberg

Shiba Inu-s ციფრულმა მონეტამ შაბათ-კვირას რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და საბაზრო ღირებულებით მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტა გახდა.

SHIB 24 საათის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა და CoinGecko.com-ს ფასების მიხედვით რეკორდულ ფასს მიაღწია. მონეტის ღირებულებამ გასულ წელს 40,500,000%-ზე მეტით მოიმატა.

შიბა ინუ 2020 წელს ანონიმური პირის მიერ შეიქმნა. მონეტის ვებგვერდი მას მოიხსენიებს, როგორც დეცენტრალიზებულ მიმ მონეტას, რომელიც მძლავრ ეკოსისტემად განვითარდა.

როგორც ჩანს, ის Dogecoin-ის განშტოებად შეიქმნა. Dogecoin-ი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ზოგიერთმა სპორტულმა გუნდმა, AMC-ის კინოთეატრებმა და სხვებმა გადახდის ფორმად მიიღეს.

CoinGecko-ს მიხედვით, Dogecoin-ის ფასი ასევე გაიზარდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $33 მილიარდია, ხოლო Shiba Inu-ს ღირებულება დაახლოებით $21 მილიარდს შეადგენს. ორივე საკმაოდ არასტაბილური კრიპტოვალუტაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი