ცოტას თუ შეეძლო ევარაუდა Alibaba-ს დაღმასვლა, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა, ჯეკ მამ გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის ფინანსური სისტემა მკაცრად გააკრიტიკა.
ერთი წლის შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა საბაზრო კაპიტალიზაციიდან $344 მილიარდი დაკარგა. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ეს აქციონერებისთვის ყველაზე დიდი დანაკარგია გლობალურ დონეზე. ჯეკ მას ახლა უკვე ცნობილი გამოსვლიდან მალევე, პეკინმა Ant Group-ის ლისტინგი შეაჩერა, რასაც ქვეყნის ყველაზე აქტიურ სექტორებზე ფართო შეტევა მოჰყვა.
Alibaba-ს აქციების ფასი მიმდინარე თვეში რეკორდულად დაეცა. სამი კვირის წინ Alibaba ჰონგ-კონგში ასევე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. პეკინმა კომპანიის პრაქტიკის მონიტორინგი გააძლიერა და მისი ფინტექ ბიზნესის რესტრუქტურიზაცია მოითხოვა. 5 ოქტომბრიდან 30%-იანი ზრდის მიუხედავად, კომპანიის აქციების ფასი 2020 წლის ოქტომბრის პიკიდან 43%-ით არის შემცირებულია.
Bloomberg Intelligence მოელის, რომ ფისკალურ მეორე კვარტალში აქტიური მოხმარება ელექტრონული კომერციის გიგანტს პროგნოზების გადაჭარბებაში დაეხმარება. Alibaba შემოსავლების ანგარიშგებას 5 ნოემბერს წარადგენს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენი იუ