LIVE

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა

19 ოქტ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1441

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში $10 მილიარდს გადააჭარბა. „საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 22.3%-ით გაიზარდა. $2.9 მილიარდამდე, 24%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ხოლო იმპორტი 21.6%-ით, $7 მილიარდამდე გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4.07 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია. აღსანიშნავია, რომ  ადგილობრივი ექსპორტი ($2.1 მილიარდი) მთლიანი ექსპორტის 72.7%-ს შეადგენს და გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9%-ითაა გაზრდილი.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($1.48 მილიარდი), რუსეთი ($1.14 მილიარდი) და ჩინეთი ($1.07 მილიარდი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს $571.7 მილიონით სპილენძის მადნები იკავებს. მეორე ადგილზე $338.2 მილიონით საექსპორტო კალათაში მსუბუქი ავტომობილებია. $316.5 მილიონით  მესამე ადგილი ფეროშენადნობებს უკავია.