
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სოჭში მოლაპარაკება დაიწყო. ერდოღანმა რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტა გამორიცხა. მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა სირიის ომში ქვეყნების მეტოქეების მონაწილეობაცაა.
“არის ნაბიჯები, რომელსაც ერთობლივად ვდგამთ თავდაცვის ინდუსტრიაში”,- განაცხადა ერდოღანმა.
NATO-ს წევრი თურქეთი და რუსეთი მოლაპარაკებებს ტექნოლოგიების გადაცემისა და ადგილობრივი წარმოების საკითხებზე აწარმოებენ, სანამ ანკარა შეძლებს მეორე რუსული წარმოების S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენას.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა თურქეთის მოსკოვთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გამო. NATO-ს სამხედრო ბლოკი აცხადებს, რომ გარიგება საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას და მოუწოდა ერდოღანის მთავრობას, არ შეიძინოს ახალი რუსული რაკეტები და უარი თქვას უკვე შეძენილ სისტემებზე.
გასულ კვირას ნიუ-იორკში ყოფნისას, ერდოღანმა CBS-ს განუცხადა, რომ აპირებს S-400 პროგრამის პოპულარიზაციას. ამან აიძულა ამერიკელი სენატორები გაეკეთებინათ გაფრთხილება, რომ “ნებისმიერი ახალი შესყიდვა ახალ სანქციებს ნიშნავს”.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სელქან ჰაკაოღლუ და ფირატ კოზოკი