LIVE

შესაძლოა, რესტორნებს მუშაობის საათები გაუხანგრძლივდეთ

24 სექ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
შესაძლოა, რესტორნებს მუშაობის საათები გაუხანგრძლივდეთ

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაციის, Covid-საშვის დანერგვის შემთხვევაში შესაძლოა, რესტორნებს მუშაობის საათები გაუხანგძლივდეთ. 

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო.

მისი თქმით, აპლიკაციის დანერგვამ შესაძლოა ბიზნესს და კონკრეტულად რესტორნებს სამუშაო საათების გახანგრძლივების შესაძლებლობაც მისცეს, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს. 

„დღეს თუ არსებობს დათქმა, რომ საღამოს 10:00 საათის შემდეგ რესტორანი ვერ
მუშაობს, ასევე სასტუმროების რესტორნებიც, ამ აპლიკაციის დანერგვის
შემთხვევაში მათ შესაძლოა მიეცეთ საშუალება და ეს არის მათი მოთხოვნა,
რომ თუ ამის დანერგვა მოხდება, შეძლონ მუდმივად ოპერირება, რაც
მათთვის ეკონომიკურად საინტერესოა. ჩვენ ბიზნესთან შეგროვებულ
ინფორმაციას წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ
გადაწყვეტილებებზე უკვე საბჭო იმსჯელებს“,- განაცხადა ფერაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდის Covidpass.moh.gov.ge-ს
საშუალებით ბიზნესის წარმომადგენლებს მათ ტერიტორიაზე
დაშვების მსურველი ვიზიტორების კოვიდ სტატუსის შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ.

სიახლით ბიზნესი შეძლებს საკუთარი მომხმარებლებისთვის ე.წ. მწვანე ზონების ანუ უსაფრთხო გარემო შექმნას. ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობენ.