LIVE

კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ - საბჭოს გადაწყვეტილება

24 აგვ 202114:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1327
კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ - საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვების ობიექტებისთვის დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, საბჭომ დღეს რამდენიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე“,- განაცხადა ღიბრაძემ.