LIVE

Glovo პორტუგალიურ და ესპანურ მიწოდების კომპანიებს ყიდულობს

16 სექ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1023
Glovo პორტუგალიურ და ესპანურ მიწოდების კომპანიებს ყიდულობს
Angel Garcia/Bloomberg

Glovo 450 მილიონი ევროს დაფინანსების მოპოვების შემდეგ, სურსათის მიწოდების ორ კომპანიას შეისყიდის.

კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა Lola Market-ის შესაძენად, რომელიც მის მომსახურებას ესპანეთში გააფართოებს. Glovo ასევე შეთანხმდა Mercadao-ს ყიდვაზე, რომელიც პორტუგალიაზეა ორიენტირებული. ბარსელონაში დაფუძნებულმა კომპანიამ არ გაამჟღავნა არც ერთი გარიგების ღირებულება.

Glovo, მისი კონკურენტების მსგავსად, საქმიანობას ევროპაში მთელი რიგი შესყიდვების საშუალებით აფართოებს. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში ასევე შეიძინა აღმოსავლეთ ევროპის Delivery Hero-ს ოპერაციები. გარიგების ღირებულება 170 მილიონი ევრო იყო.

ინდუსტრიის კომპანიები სასურსათო და რესტორნების კვების პროდუქტების სწრაფ მიწოდებაზე მოთხოვნის ზრდით სარგებლობენ. Glovo-ს განცხადებით, მისი Q-კომერციის განყოფილების მთლიანი გარიგების ღირებულება 2022 წლის ბოლოსთვის გაორმაგდება და 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

მიუხედავად ამისა, კანონმდებლები ცდილობენ დაარეგულირონ დასაქმების მოდელი, რომელსაც ბევრი ეს პროგრამა ეყრდნობა. Glovo-ს, რომელიც ესპანეთის ყველაზე დიდი ონლაინ მიწოდების პლატფორმაა, კანონმდებლობის ცვლილება ემუქრება. გასულ თვეში ევროპის პირველი კანონი, რომელიც ესპანეთში კურიერებს კომპანიის თანამშრომლებად აქცევს, ძალაში შევიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაკარენა მუნეზ მონტიხანი