LIVE

Safilo კიარა ფერანის სათვალის ხაზს გამოუშვებს

14 სექ 202110:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
Safilo კიარა ფერანის სათვალის ხაზს გამოუშვებს
Bloomberg

Safilo-ს აქციების ფასი ორშაბათს 14%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოდისა და Instagram-ის ინფლუენსერმა, კიარა ფერანიმ სათვალის იტალიურ მწარმოებელთან კონტრაქტი გააფორმა.

Safilo შექმნის, აწარმოებს და გაავრცელებს ფერანის ბრენდის სათვალეების პირველ ხაზს, რომელიც გაყიდვაში 2022 წლის იანვარში ჩაეშვება. კომპანიის აქციების ფასი კოლაბორაციის დაანონსების შემდეგ ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა.

34 წლის ბლოგერმა მილანში დალისტულ აქციებზე უკვე მეორედ მოახდინა გავლენა. პირველად ფერანიმ აქციების ფასზე გავლენა Tod's-ის ბორდში მოხვედრის შემდეგ მოახდინა. ბლოგერთან თანამშრომლობამ ფეხსაცმლის მწარმოებლის აქციების ფასი ასევე გაზარდა.

ფერანიმ კარიერა 2009 წელს მოდის ბლოგის theblondesalad.com-ის შექმნით დაიწყო. 2013 წელს შექმნა პირადი ბრენდი, Chiara Ferragni Collection. ბლოგერს Instagram-ზე 24 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფლავია როტონდი