LIVE

პარიზში ჯიჰადისტების სასამართლო პროცესების გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

08 სექ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
პარიზში ჯიჰადისტების სასამართლო პროცესების გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
REUTERS/Christian Hartmann

საფრანგეთის პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები პარიზის ცენტრში, სასამართლოს მიმდებარედ, სადაც ჯიჰადისტურ არეულობაში მონაწილე 20 პირის სასამართლო პროცესები იწყება.

130-მდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ექვს ბარსა და რესტორანზე თავდასხმის შედეგად, როცა ბატაკლანის საკონცერტო დარბაზსა და სპორტულ სტადიონს 2015 წლის 13 ნოემბერს დაესხნენ თავს.

1000-ზე მეტი პოლიციელი იქნება განლაგებული სასამართლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო სასამართლო დარბაზში დაშვებულ ყველა ადამიანს რამდენიმე საგუშაგოს გავლა მოუწევს.

სასამართლო პროცესი ცხრა თვე გაგრძელდება და მასში დაახლოებით 1800 მოსარჩელე და 300-ზე მეტი ადვოკატი მიიღებს მონაწილეობას, რასაც იუსტიციის მინისტრი, ერიკ დიუპონდ-მორეტი უპრეცედენტო სასამართლო მარათონს უწოდებს.