LIVE

კიმ კარდაშიანის კრიპტო რეკლამამ ფინანსური მარეგულირებლის ყურადღება მიიპყრო

07 სექ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1256
კიმ კარდაშიანის კრიპტო რეკლამამ ფინანსური მარეგულირებლის ყურადღება მიიპყრო
Bloomberg

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მარეგულირებელი იძლევა გაფრთხილებას, რომ ისეთი ცნობილი ინფლუენსერების გავლენით, როგორიცაა კიმ კარდაშიანი მომხმარებლები კრიპტობაბლში მოხვედრის რისკის ქვეშ ექცევიან.

ჩარლზ რენდელმა, ფინანსური საქმის წარმოების ორგანოს თავმჯდომარემ, მომხმარებლების დასაცავად მარეგულირებლებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭების საკითხი წამოაყენა. მისი თქმით, თუ ადამიანები სპეკულაციურ კრიპტო მონეტებს იყიდიან, მზად უნდა იყვნენ მთელი ფულის დაკარგვისთვის. მან ასევე მიუთითა კარდაშიანის მიერ სპეკულაციური ციფრული მონეტის პოპულარიზაციაზე.

”როდესაც მას ცოტა ხნის წინ გადაუხადეს, რომ Instagram-ის 250 მილიონი მიმდევრისთვის კრიპტო Ethereum Max Community-ში გაწევრიანება ეთხოვა,  შეიძლება იყოს ისტორიაში ყველაზე დიდ აუდიტორიაზე გათვლილი ფინანსური რეკლამა”,- განაცხადა რენდელმა.

კარდაშიანმა გაამჟღავნა, რომ ეს რეკლამა იყო, თუმცა რენდელის თქმით, მას ეს არ მოეთხოვებოდა და კიმ კარდაშიანი ხელს უწყობდა უცნობი დეველოპერების მიერ ერთი თვის წინ შექმნილ სპეკულაციურ ციფრულ მონეტას, ასობით ასეთ მონეტას შორის, რომლებითაც სავსეა კრიპტო ბირჟა.

FCA-მ ასევე მოუწოდა ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა Facebook-ი, Microsoft-ი, Twitter-ი და TikTok-ი, შეუერთდნენ Google-ს და აიღონ ვალდებულება ფინანსური პროდუქტების  რეკლამირების შეწყვეტის შესახებ.

FCA არ არეგულირებს რენდელის მიერ ნახსენები მონეტების ტიპებს, მაგრამ გამოაქვეყნა არარეგისტრირებული კრიპტო ბირჟების სია, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს მათი გამოყენების თავიდან აცილებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენ მილიგანი