LIVE

არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველა ვაქცინირებულისთვის გაიხსნა

29 აგვ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1284
არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველა ვაქცინირებულისთვის გაიხსნა
Bloomberg

არაბთა გაერთიანებული საამიროები ტურისტულ ვიზაზე განაცხადს გახსნიან ყველასთვის, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით არის აცრილი, რაც პოტენციური სტიმულია ქვეყნის ტურისტული სექტორისთვის.

გადაწყვეტილება ყველა ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება.
ახალი წესები 30 აგვისტოდან ამოქმედდება. WAM-ის თანახმად, ტურისტული ვიზებით ჩამოსულმა მგზავრებმა უნდა დაარეგისტრირონ ვაქცინაციის სტატუსი მთავრობის ჯანდაცვის აპლიკაციაში და გაიარონ სწრაფი ტესტირება აეროპორტში.

ჯანმო-მ ჯერჯერობით AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-ის, Moderna-ს, Pfizer-BioNTech-ის, Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები დაამტკიცა. შემთხვევები სტაბილურად იკლებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვაქცინაციის პროგრამა აქვს.

Bloomberg-ის ორიგიალური სტატიის ავტორი: ადვეის ნაირი