LIVE

კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ $2 ტრილიონს გადააჭარბა

15 აგვ 202115:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1267
კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ $2 ტრილიონს გადააჭარბა
Jack Taylor/Getty Images

ბიტკოინის ფასის სტაბილური ზრდის გამო კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ $2 ტრილიონს კვლავ გადააჭარბა.

კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება შაბათს $2.06 ტრილიონამდე გაიზარდა, იტყობინება CoinGecko, რომელიც 8,800-ზე მეტ მონეტას აკონტროლებს. ბიტკოინმა მიაღწია $48,152-ს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 16 მაისის შემდეგ.

კვირას ჰონგ კონგში, კარდანო - ამჟამად სიდიდით მესამე კრიპტოვალუტა ბიტკოინისა და ეთერიუმის შემდეგ - 47%-ით გაიზარდა. CoinGecko-ს ფასების მიხედვით, იმავე პერიოდში Binance Coin გაიზარდა 14%-ით, XRP 61%-ით და Dogecoin 18%-ით.

კრიპტოვალუტის ინდუსტრიამ ვერ შეძლო აშშ-ის ინფრასტრუქტურის კანონპროექტში კრიპტოვალუტის საგადასახადო ანგარიშგების წესების შეცვლა, რის გამოც ვირტუალური ვალუტების ფართო ზედამხედველობა ხელუხლებელი დარჩა სენატის მიერ მიღებულ კანონმდებლობაში.

“ბიტკოინის ფასი საოცრად სტაბილურია ახალი ამბების გავრცელების შემდეგ. ვფიქრობთ, რომ კრიპტო ინდუსტრიის მიღება კანონმდებლების მიერ საბოლოოდ იყო ლეგიტიმაციური მოვლენა, რომელმაც უნდა დაამშვიდოს ინვესტორები, რომ ეს ინდუსტრია არსებობს” - წერს NYDIG გლობალური კვლევის ხელმძღვანელი, გრეგ ციპოლარო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი