
Virgin Galactic-მა ბილეთების გაყიდვები კოსმოსში მოგზაურობისთვის განაახლა. ბილეთის ახალი საფასური $450,000-ია. გაყიდვების განახლებამ კომპანიის აქციების ფასი კიდევ უფრო გაზარდა.
კომპანიის დირექტორის მაიკლ კოლგლაზიერის მიხედვით, გაყიდვები დაუყოვნებლივ განახლდება. ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინდივიდუალური ბილეთები, ასევე სრული ფრენის შესყიდვა. Virgin Galactic-ი კოსმოსური ფრენისთვის ბილეთებს $250,000-ის ღირებულებით ყიდდა, სანამ გაყიდვებს შეაჩერებდა კოსმოსურ ხომალდზე სამუშაოდ.
ნიუ მექსიკოში დაფუძნებული კომპანია გასული თვის წარმატებული საცდელი ფრენის შემდეგ კოსმოსური ტურიზმის ბიზნესის შექმნას ცდილობს. Virgin Galactic-ის სუბორბიტალური მოგზაურობა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი და ილონ მასკის Space Exploration Technologies ასევე მუშაობენ საკუთარ ტურისტული შეთავაზებებზე.
ნიუ -იორკში Virgin Galactic-მა 12%-იან ზრდას მიაღიწია და აქციაზე $35,42 შეადგინა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრენდან ქეისი