LIVE

ნიუ-იორკში რესტორნებით მხოლოდ ვაქცინირებულები ისარგებლებენ

04 აგვ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 976
ნიუ-იორკში რესტორნებით მხოლოდ ვაქცინირებულები ისარგებლებენ
Bloomberg

ნიუ-იორკი დახურულ რესტორნებსა და სპორტ დარბაზებში დასაქმებულებისა და მომხმარებლებისგან ვაქცინაციის მტკიცებულებას მოითხოვს. ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიო გადაწყვეტილებას სამშაბათს ვირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგზე გამოაცხადებს.

დე ბლაზიოს ეს გადაწყვეტილება არის უახლესი ნაბიჯი ნიუ-იორკელების წახალისების მიზნით, რომ მიიღონ ვაქცინა. ქალაქში დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ Covid-19 ვაქცინა ან ყოველკვირეულად გაიკეთონ ტესტი.

3 აგვისტოს მონაცემებით, ნიუ-იორკის მოსახლეობის 66.2% სრულად არის აცრილი. მიუხედავად ამისა, შემთხვევები იზრდება, ვინაიდან მეტად გადამდები დელტა ვარიანტი ვრცელდება. ბოლო ოთხი კვირის განმავლობაშ დელტა ნიუ-იორკში ტესტირებული შემთხვევების 72%-ს შეადგენს.

ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი რესტორნებიდან ზოგიერთი უკვე მოითხოვს ვაქცინაციას, მათ შორის Gramercy Tavern და Union Square Cafe.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, საქართველოშიც ამოქმედდეს შეზღუდვა, რომელის ფარგლებშიც მოქალაქეები რესტორნებში მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას დაიშვებიან. ქვეყანაში რეგულაციების შესაძლო გამკაცრების შესახებ დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი გოლდმანი