დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ აცხადებს, რომ მკაცრ შეზღუდვებს ემხრობა და საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციებით უკვე მიმართა. მათ შორის, საუბარია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე.
მისივე თქმით, შეზღუდვებისთვის საზოგადოებაში კონსენსუსია საჭირო.
„მე მკაცრს შეზღუდვებს ვემხრობი. უკვე მივმართეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით. საბჭო კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებებს და ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ საბჭოში, ქვეყანაში სჭირდება კონსენსუსი. ერთ-ერთი იყო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, მაგალითად, რესტორნებში მხოლოდ აცრილების ან გატესტილების დაშვება, ასევე ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი, ამიტომ გვქონდა წინადადება, რომ 50 კაცამდე გაიზარდოს დაშვება, თუ ყველა აცრილი ან გატესტილი იქნება“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.