LIVE

"ბელავია" ქუთაისის აეროპორტიდანაც იფრენს

21 ივლ 202118:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 1132
"ბელავია" ქუთაისის აეროპორტიდანაც იფრენს

4 აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავია" მინსკის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მათთან წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები განხორციელდება 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას.

ბელარუსის სახელმწიფო ავიახაზები 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან მინსკის მიმართულებით უკვე დაფრინავს.

 მას შემდეგ რაც 23 მაისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა მინსკში იძულებით დასვეს და ქვეყნიდან დევნილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა, რაც ასევე მოიცავდა "ბელავიასათვის" ფრენების აკრძალვას