LIVE

გაძვირდება თუ არა პური? - ასოციაციის პასუხი

21 ივლ 202112:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
გაძვირდება თუ არა პური? - ასოციაციის პასუხი

საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციაში“ უახლოეს მომავალში პურის გაძვირებას არ ელიან და ამის ერთ-ერთ მიზეზად ხორბლის დიდ მოსავალს ასახელებენ.

„მსოფლიოში არსებული ტენდენციების, კერძოდ ხორბლის დიდი მოსავლისა და ფასის 300 დან 250 დოლარამდე შემცირების გათვალისწინებით, ასევე ლარის გამყარების გამო, ვფიქრობთ, რომ საქართველოში ნოემბრის ჩათვლით პურზე ფასი არ გაიზრდება“,- აცხადებს „პურის მცხობელთა ასოციაციის“თავჯდომარე მალხაზ დოლიძე.

მისი თქმით, როგორ განვითარდება მოვლენები ნოემბრის შემდეგ, პროგნოზირება რთულია.